Jump to content
Planeta.Ge

თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა #1TVSPORT


ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...