Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება - ყოველთვის, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კილომეტრით უახლოვდება ევროპას


არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი.

ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გამოკვეთონ წითელი ხაზები".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს ფრანგული ჯარების ბრძოლაში ჩართვას, ჟან-ნოელ ბარომ უპასიხა: „ჩვენ არ უარვყოფთ არცერთ ვარიანტს“.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ინტენსიურად და მანამ, სანამ საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას", - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...