Jump to content
Planeta.Ge

აქციაზე დაკავებული ქალი: მანქანაში პოლიციელები მავიწროებდნენ სექსუალურად, მუხლებზე მდგარი გადამიყვანეს


19 ნოემბერს, თსუს-თან აქციის დარბევისას დაკავებული ქალი ნათია ძიძიგური ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში დაკავების დეტალებს იხსენებს.

„აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში.

დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება. ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და შეურაცხმყოფლად მომმართავდნენ. მუხლებზე დამაყენეს მანქანის იატაკზე, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა. ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ისინი უარს ამბობდნენ. ამავდროულად, ვცდილობდი ამეხსნა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავაადგილდებოდი, მაგრამ პასუხად ირონიული რეპლიკები მომდიოდა: „ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ?“, „ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ“.  მთელი გზა მუხლებზე ვიდექი და ასე გადამიყვანეს”.

ნათია ძიძიგური იხსენებს, რომ დაკავების ოქმზე ხელი მოაწერეს სხვა პატრულ-ინსპექტორის, ქალის სახელით, თუმცა იგი სხვამ დააკავა, მისი ფოტოც აქვს და ამოცნობაც შეუძლია.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...