პრეზიდენტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიმართავს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც უნდა განიხილონ მისი სარჩელი არჩევნების გაბათილებაზე.
„საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა მივმართო, დაფიქრდით – 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე? თუ როგორც ნამდვილი გმირები? არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?“, – განაცხადა მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.