ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს
ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა.
„სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ასე დასრულდა. გამოფენა ვაკეში ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე იყო განთავსებული. არ მჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა“, - წერს პეტრ კუბერნატი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს.
პეტრ კუბერნატს სოციალურ ქსელში საქართველოში დანიის ელჩი, ენნე ტოფტ სორენსენი გამოეხმაურა.
„თბილისში დანიის საელჩო საქართველოში ჩვენს ჩეხ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს. ასეთი ქმედებები კულტურული დიალოგის პატივისცემის ძირითად ღირებულებებს ძირს უთხრის“, - წერს საქართველოში დანიის ელჩი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.