გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე
რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს.
უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმიის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ მან ჩამოაგდო 18 რაკეტა ხმელეთიდან და ზღვიდან გაშვებული 33 რაკეტიდან.
"ცხადია, ჯერჯერობით არ გვაქვს ტექნიკური შესაძებლობა ჩამოვაგდოთ რუსეთის საკრუიზო რაკეტების და თავდამსხმელი დრონების 100 პროცენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამას თანდათან მივაღწევთ" - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის სადგურებს, წყლის მიწოდების სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მძიმედ დაზიანებულია ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემის 40 პროცენტი - აცხადებს კიევი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.