Jump to content
Planeta.Ge

პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს


ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.

“პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს”, - წერს ფიშერი.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...