Jump to content
Planeta.Ge

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ივანიშვილისგან შეთავაზება? - ექსპრემიერის პასუხი


აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“

ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება.

გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედება სამართალიანობის და კანონს მიღმაა.

ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ის რომ ეს ხალხი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცას ემუშავონ, მოისყიდონ, დააშინონ, რა თქმა უნდა, მე ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება რამეს მიაღწიონ კედევაც, თავს ვერავინ დადებს, მაგრამ სისტემურად, ეს შეუძლებელია. ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან, ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, ეს არის სამართალიანობის და კანონს მიღმა, რადგან მათაც კარგად იციან, როგორ დაიწერეს ეს პროცენტები. ეს უტიფრობა ამბობს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ“, - განაცხადა გახარიამ. 

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...