Jump to content
Planeta.Ge

“ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა - გახარია


“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო.

გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“,  ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში.

“იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.

არჩევნებზე მისვლის მოტივაცია იქნება მინიმალური, რადგან ადამიანებმა დაკაგრეს რწმენა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის. დღეს იქ სადაც ვართ, ჩემი მოსაზრებით ყველა დამნაშავეა, პირველ რგში “ოცნება“, ეს არჩევნები არ ჩაუტარებია ცესკოს, ჩაატარა სუსმა. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, სადმე შევიდეთ - გამოვიდეთ, სახელმწიფო არ უნდა შევიდეს ჩიხში. ისტორიული პერსპექტივის გადმოსახედიდან არც ივანიშვილი, არც მიშა და არც არავინ არაფერი იქნება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს მონაკვეთში ისე უნდა მოვიუქცეთ, რომ მართლები ვიყოთ ფასეულობების და ქვეყნის წინაშე. “ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა. დემოკრატიულ სახელმწიფოს არჩევნები სჭირდება, როგორც ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა. “ოცნება“ ქმნის რუდიმენტს, რომ ბიძინა იქნება და იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...