“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ - გიორგი გახარია
ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.
განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.
საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ.
გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას.
“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნილს, ქვეყნის საზღვრების საოკუპაციო გამყოფი ხაზის დელიმიტაციის დაწყებას, მაგაზე რა პასუხს გამცემენ, სულ თავში უნდა ვურტყა და ვინ არის მოღალატე ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების“, - განაცხადა გახარიამ.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.