Jump to content
Planeta.Ge

ლიზი თირქია: საგამოძიებოდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ 5 პოლიციელს დავესხი თავს


ფოტოზე: ლიზი თირქია 19 ნოემბრის დილას

მოქალაქე ლიზი თირქია, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, „ფეისბუქზე” წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „აქციაზე თავს 5 პოლიციელს დაესხა, გაიქცა და იმალება”.

„მათ ენაზე “პაბეგში” ვარ”. – წერს თირქია.

მან „პუბლიკას” უთხრა:

„დამიბარეს გამოძიებაზე, რომ გაარკვიონ საერთოდ რა მოხდა. ახლა მივდივარ საგამოძიებო სამსახურში”.

19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მათ შორის, იძალადა ჟურნალისტებზე, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს იღებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა 16 ადამიანი. მათგან 3 ხელწერილით იმავე დღეს გათავისუფლდა. ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 21 ნოემბერს დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 21 წლის მათე დევიძე კი ახლა სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. უწყების განცხადებით, მან „19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს, კერძოდ, თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა”.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...