მდინარაძე საკონსტიტუციოზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება, რა მოხდება ამ შემთხვევაში.
19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც.
მდინარაძე ამბობს, რომ ნორმა, რომელშიც წერია ინდივიდუალურ საკითხთან დაკავშირებით რეგულირება, არ შეიძლება განზოგადოებული იყოს ისე, რომ შეეხოს ყველას.
„კარგია, რომ თეორიულ დაშვებაზე მელაპარაკებით, თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება, მაგრამ დაუშვათ თქვენი ხათრით თეორიულად. წინასწარ ვიცი ზუსტად, კი ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ ეშინიათ ხოლმე ვიღაცებს, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. რატომ ვიცი წინასწარ, რატომ ვსაუბრობ იცით, საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს ზუსტად ვიცი, და თუ სუბიექტურად დაადგენს და შეაშინებთ და დააშანტაჟებთ, სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.