Jump to content
Planeta.Ge

რუსული მედია - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. ჭურვის ფრაგმენტები სამხედრო ობიექტის ტექნიკურ ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის ATACMS-ის რაკეტების, გამოყენების ნება დართო.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...