მელიქიშვილზე დარბევისას დაშავებული ნიკა კვიტატიანი კლინიკაშია გადაყვანილი
კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
კოალიციაში “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ.
როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა.
„მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ამათმა როგორ უნდა გვაჯობონ, გამოვალ აქედან და პირდაპირ აქციაზე“, — წერს კვიტატიანი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.