ქურდოვანიძე: არასამთავრობოების ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე.
„ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე, რეზი დუმბაძე, მათივე განცხადებით, დაშავდა „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, დაკავებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ნათია ძიძიგური.
„მთავარი არხის” ცნობით, აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი მათი ოპერატორი, სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს. მან „მთავართან“ ინტერვიუში მოყვა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.