ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, ოპოზიცია იშლება – ახალი შეთანხმება სოხუმში
აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს.
ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, რომელიც თავის მხრივ, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვს დე ფაქტო პრემიერ მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და აღნიშნულ პოსტზე ვალერი ბგანბას დანიშნავს. რაც შეეხება მოქმედს მინისტრებს, ისინი ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებენ მინისტრების მოვალეობას.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.