TI და ISFED: მოვუწოდებთ შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
„2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, აგრეთვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების გაერთიანებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მასობრივი გაყალბების გამო ორი დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შვიდობიანი ფორმით უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ.
გამთენიისას, დაახლოებით 7:00 საათზე, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან.
უკანონო დარბევის დროს დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, „მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფიზიკურად იძალადეს „პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს.
საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.