Jump to content
Planeta.Ge

ბორელი: ჩემი შეთავაზებაა, €100 მლნ-იანი დახმარება მთავრობის ნაცვლად გადაეცეს სამოქალაქო სექტორს


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ.

„მე ვთავაზობ, შევწყვიტოთ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობას გადაეცემა. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და, მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადაეცემა. ამ თანხას – დაახლოებით 100 მილიონს – მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა დავუჭიროთ მხარი სამართლიანი არჩევნებისთვის მათ ბრძოლაში”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღეს, 18 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...