Reuters: ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რომელიც უკრაინას არ აძლევდა საშუალებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმისთვის შტატების მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა. Reuters-ს წერს, რომ აღნიშნულის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა.
წყროები აცხადებენ, რომ უკრაინა გეგმავს უახლოეს დღეებში განახორციელოს თავისი პირველი შორი დისტანციის შეტევა. მათივე თქმით, პირველი დარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით, რომელთა დიაპაზონი 190 მილამდე (306 კმ) აღწევს.
გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ეს წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და ეს ხდება დაახლოებით ორი თვით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი დაიკავებს თანამდებობას. გაურკვეველია, გააუქმებს თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას, როდესაც ის თანამდებობას დაიკავებს.
ცვლილება მოჰყვა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგებას საკუთარი ძალების გაძლიერების მიზნით, რამაც გამოიწვია შეშფოთება ვაშინგტონსა და კიევში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.