Jump to content
Planeta.Ge

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ


პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ. ამის შესახებ პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად პროტესტში მონაწილეობენ, რადგან ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ჩვენი მოქალაქეები და ამომრჩეველია, რომელიც მშვიდობიანი ფორმით იცავს არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განუცხადეს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში.

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, კარვები გაშალეს და ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს, შეკრებილებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიმართეს სიტყვით.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ასევე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა და სოფო ჯაფარიძე.

 

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...