ადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები
ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
„დაკავების დროს, როგორც ყოველთვის, შსს-ს წარმომადგენლები, ნიღბიანი კრიმინალები იყვნენ მოძალადეები და ამ ადამიანებზე ძალადობდნენ. ძალადობის ეტაპი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს და რაც აღენიშნებათ ხომ მათ, დალურჯებები. მეორე ძალადობა, როდესაც უკვე მანქანაში ჩასვეს, მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, – ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე „ტვ პირველთან“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
„კონკრეტულად ვანოს შემთხვევაში, მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, ის ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა, მიყვებოდა მსვლელობას, მოულოდნელად მას პოლიცია ფიზიკურად შეეხო, გადაწია გზიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაემუქრა, რომ მე შენ ორი დღეა გაფრთხილებო, რასაც რამდენიმე წუთში მოჰყვა დაკავება“ – ყვება არევაძე „ტვ პირველთან“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.