Jump to content
Planeta.Ge

მერია: ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება


თბილისის მერიის განცხადებით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება.

უწყება ამბობს, რომ ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა იწყება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 – დან N14 – მდე საგზაო მონაკვეთში.

აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...