ანა ბუჩუკური - თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს
თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს.
„ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ იმიტომ, რომ სტუდენტების მთელი ხიბლი არის თავისუფლებისა და გულწრფელობის მაღალი ხარისხი, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი აქცია არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ივანიშვილს გაუგზავნონ მესიჯი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამ არჩევნების შედეგებს საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ აქვს.
თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში.
მე მხოლოდ მადლობა მეთქმის თითოეული ამ სტუდენტისთვის. ივანიშვილს ახალგაზრდების არ ესმის, ჩვენ ეს ვნახეთ “რუსული კანონის” მიღების დროსაც, დღემდე ვერ აუხსნია ივანიშვილს, ამ კანონის გაპროტესტებისას იმდენი ახალგაზრდა საიდან გაჩნდა, რა თეორია არ მოიგონა, რა არ შეთხზა. ფაქტია, რომ ახალგაზრდებს ვერ ხედავდა ამდენი ხნის განმავლობაში ივანიშვილი და ახლა მოუწევს, რომ ეს ხალხი დაინახოს”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.