ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან.
„გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.
„ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც არც ერთმა ცივილურმა ქვეყანამ ლეგიტიმურად არ ცნო და ეს იყო მთავრობის დაწერილი შედეგები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეკრებილები არიან პოლიტიკოსებიც.
„ქვეყანაში არის დიქტატურა, მოიპარეს არჩევნები. თბილისში, ბათუმში ახლა დგანან ახალგაზრდები ნათელ მხარეს, აპროტესტებენ და იცავენ არა მარტო თავიანთ, ჩვენს ხმებსაც და ყველა, ვინც ახლა ამას ხედავს, უნდა იდგეს ამ ახალგაზრდების გვერდით. არაა ახლა ნიჰილიზმის და სახლში დგომის დრო“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.