თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან
თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „საქართველო”.
თუმცა, მანამდე დაძაბულობა იყო თსუ-ის I კორპუსის შესასვლელთან. შეკრებილ სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის შენობაში გამოხატვა სურდათ, შიგნთ არ უშვებდნენ. ხოლო იმ ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც მანამდე ლექციაზე იყვნენ, გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი. იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თქვა:
„ჩვენი მიზანია, ვინმე არ შევიდეს კორპუსის ეზოში და არ დააზიანოს ინვენტარი. შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის განკუთვნილი არ არის. აქციის ჩატარება ვისაც სურს, შეუძლია, აქ გამოხატოს. ვერ შვეუშვებთ, ამ შენობას დაცვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”.
სტუდენტები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და მის ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
სტუდენტების პროტესტს ბიძგი გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისცეს. მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ისინი ბსუ-ს ადმინისტრაციასაც სდებენ ბრალს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობაში.
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დღესაც დარჩებიან უნივერსიტეტის შენობაში.
პარალელურად კი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაათენებენ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ბსუ-ის სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.