სოფიო სომხიშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი, გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე (ორივე 100კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.