საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა.
„ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი. სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“, — წერს ელჩი.
უცნობია, რა სამხედრო პროექტები შეაჩერა გერმანიამ საქართველოში, გარდა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობისა. „ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს საქართველოში. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ:
- გერმანიის სამხედროებმა გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“;
- გერმანიამ გააუქმა დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო;
- გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულებას არ აიღებენ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.