Jump to content
Planeta.Ge

ნატალი ლუაზო - არ შეგვიძლია 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება


თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”.

“თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს. ჩვენ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა არჩევნებს დავკვირვებოდით. არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, - წერს ლუაზო.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...