Jump to content
Planeta.Ge

ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ჩვენი სიცოცხლის დასაცავად ვიბრძვით


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში.

"ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ადგილებში ვართ - ბავშვები მამას იშვიათად ხედავენ, თუმცა ტელეფონით ყოველდღე ელაპარაკებიან" - თქვა ზელენსკამ თავისი ოჯახის შესახებ.

მისმა ქმარმა, უკრაინის პრეზიდენტმა წიგნის ბაზრობას 20 ოქტომბერს მიმართა ვიდეოჩართვის მეშვეობით და ავტორებს მოუწოდა დაწერონ იმ "ტერორზე", რომელიც რუსეთმა გამოიწვია მის ქვეყანაში შეჭრით.

უკრაინა წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ყურადღების ცენტრშია, ქვეყნის საგამოფენო ჯიხურს ბევრი ავტორი და ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი აკითხავს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...