ნათია მეზვრიშვილი: "გადავამზადეთ გამომძიებლები, პირველივე ძალადობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გავხადეთ, გავზარდეთ სასჯელი რეციდივზე, გავამკაცრეთ გენდერული ნიშნით ძალადობაზე სასჯელი"
- Tekla Kenteladze
ქალბატონო ნათია, თქვენი პოსტი გავაზიარე გუშინ და დამიწერეს რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც ეს სისტემა შექმნა. მე არ ვიცნობ თქვენს საქმიანობას დეტალურად, ამიტომ ვერაფერი ვუპასუხე. არის სადმე ინფორმაცია იმაზე თუ რა გააკეთეთ ამ სისტემის ფარგლებში მდგომარეობის გამოსწორებისთვის? განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში
- Natia Mezvrishvili გრძელი ისტორიაა, მოკლედ ვიტყვი: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა იყო გავრცელებული და სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებდნენ. არაერთი საქმე გვქონდა სტრასბურგში წაგებული. აღარაფერს ვამბობ ფემიციდის გახშირებულ ფაქტებზე, რაც ამ არასათანადო რეაგირების შედეგი იყო.
"გადავწყვიტეთ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება. პირველ რიგში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც ყველა ფაქტის მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა და გამომძიებელს დახმარებოდა სწრაფ და სათანადო რეაგირებაში. ეს დეპარტამენტი აკონტროლებდა გამოძიების ხარისხს და შეიმუშავებდა რეკომენდაციებს. პარალელურად დავიწყეთ გამომძიებლების გადამზადება მგრძნობელობის გასაზრდელად. პარალელურად გავამკაცრეთ კანონი - პირველივე ძალადობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გავხადეთ (მანამდე მხოლოდ განმეორებითი იყო სისხლი), რეციდივზე სასჯელი გავზარდეთ, გენდერული ნიშნით ძალადობაზე სასჯელი გავამკაცრეთ. პარალელურად, პოლიციელის მიერ ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზე დისციპლინური სახდელის სახით ავტომატურად იარაღის ჩამორთმევა და დათხოვნა შემოვიღეთ. ეტაპობრივად დავნერგეთ ელექტრონული სამაჯურები მოძალადეების მონიტორინგისთვის. შემოვიღეთ მოწმისა და დაზარალებული კოორდინატორის სამსახური დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერისთვის. შემოვიღეთ ბრიფინგების და სწრაფი რეაგირების პრაქტიკა-ყველა დაკავებას როგორც ცალკე აღებულს, ისე ყოველთვიურ ანგარიშს საჯაროდ წარმოვადგენდით და ხაზს ვუსვამდით პოლიტიკის სიმკაცრეს. შედეგად, გაიზარდა შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი, გაიზარდა მომართვიანობა პოლიციაზე, შემცირდა ფემიციდის ფაქტები. ამ ყველაფერს ვაკეთებდით სამოქალაქო სექტორთან, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვინაიდან მათი გამოცდილება განსხვავებული იყო და კარი ამ მხრივ ფართოდ გავხსენით.", - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.