Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე,არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა... როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას


არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს, რითაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.

"როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.

არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...