ბექა ლილუაშვილი სიების ჩახსნასთან დაკავშირებით - მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას
"ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია პოპულისტური განცხადებები და ამ ქმედებებით საკუთარ ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას. ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს, მათი ქმედება კი პოტენციურად შეიძლება "ქართული ოცნების" ინტერესებს წარმოადგენდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და პირდაპირ დასცინონ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ამას ვიტყვით - ჩვენ, ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ"
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/510794451956543
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.