Jump to content
Planeta.Ge

ღალატის ბრალდებით დააკავეს უკრაიანის ბოლო „წითელი დირექტორი“


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში დააკავა სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში.

„მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში.

„მოტორ სიჩი“ აწარმოებდა ძრავებს „Ми“ ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც ადრე რუსეთიც ყიდულობდა. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებდა ძრავებს თვითმფრინავებისთვის "Ил", "Ан" და სხვა.

ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი - უკრაინის გმირი, დიდი ხანია ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებს ზაპოროჟიეს ინდუსტრიულ გიგანტს. სამჯერ აირჩიეს უმაღლეს რადაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“. 2014 წელს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა კენჭი.

უკრაინული მედიის ცნობით, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი ითვლება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსად. ხშირად მას უკრაინის ბოლო "წითელ დირექტორსაც" უწოდებენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...