Jump to content
Planeta.Ge

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ცნობისთვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატზე კონტროლი გასულ ოთხშაბათს მოიპოვა. Associated Press-ის ბოლო ინფორმაციით, სენატში „რესპუბლიკელებმა“ 53 ადგილი მოიპოვეს, ხოლო „დემოკრატებმა“ - 47.

აშშ-ის ახალი კონგრესის პირველი სხდომა 3 იანვარს გაიმართება.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...