წყაროთა ცნობით, ბორის ჯონსონმა დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო არჩევნებში მონაწილეობისთვის
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს პარტიის ლიდერის და მთავრობის მეთაურის პოსტებზე - ამის შესახებ ბრიტანეთის მედია იუწყება, ჯონსონის საახლობლო წრიდან წყაროზე დაყრდნობით.
ბიბისის გამოთვლით, კანდიდატების შესახებ თავ-თავიანთი მხარდაჭერა საჯაროდ გამოაცხადა 357-დან 201-მა კონსერვატორმა დეპუტატმა, და მათგან მხოლოდ 53-მა დაუჭირა მხარი ჯონსონს.
ჯონსონის მეტოქეებმა - ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდონტმა მიიღეს 125 და 23 დეპუტატის საჯარო მხარდაჭერა, შესაბამისად. სუნაკის მომხრეები მოითხოვენ გამოქვეყნდეს ჯონსონის მხარდამჭერი დეპუტატების სია და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ეს 100 დეპუტატი რეალურად არსებობს.
პენი მორდონტი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი პრეტენდენტია, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭისყრას აპირებს.
ბორის ჯონსონი ზაფხულში იძულებული გახდა გადამდგარიყო, მას შემდეგ, რაცვ პარტიული კოლეგების დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა ბევრი კვლავ მის მომხრედ რჩება.
20 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა ლიზ ტრასი. მან ამ პოსტზე მხოლოდ 44 დღე იმუშავა, რაც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადას წარმოადგენს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.