როთი: ოპოზიციამ არასათანადოდ შეაფასა ის, რომ ბევრ ქართველს ეშინია ომისა და აგრესიის
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თქვა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არასწორად შეაფასა ზოგიერთი რამ წინასაარჩევნო პერიოდში.
საქართველოს პრეზიდენტთან ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ როთმა თქვა:
„საქართველოს ოპოზიციამ თქვენს ქვეყანაში არასათანადოდ შეაფასა ის, რომ ბევრ ქართველს, კონკრეტული მიზეზების გამო, ომისა და აგრესიის ეშინია. იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს რუსეთია.
მე მესმის, რომ ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს ძალიან იმედგამაცრუებელია – ჩვენ ყველამ ევროპაში: გერმანელებმა, ფრანგებმა დავხუჭეთ თვალები 2008 წელს, ჩვენ, როგორც მოკავშირეები და მეგობრები შორს ვიყავით. მაგრამ ჩვენ ვცადეთ, ჩვენს შეცდომებზე გვესწავლა. ამიტომ, მოთმინებით უნდა მოგვეპყროთ. ზოგჯერ დრო სჭირდება შემობრუნების წერტილის მიგნებას.
[…] ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის – რუსეთის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, ამიტომაც ვიმყოფებით აქ. ყველას შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ“, – თქვა მიხაილ როთმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.