Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...