"გახარია საქართველოსთვის" - ფოტორეპორტაჟი „დაიტოვეს“ საპროტესტო აქციიდან
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს” - ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია თბილისში 10 ნოემბერს გაიმართა. აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შეურთდნენ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები და პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ფოტოებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი.
ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორებმა დღეს შეკრება ორ ლოკაციაზე დააანონსეს – პრეზიდენტის სასახლესთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.