Jump to content
Planeta.Ge

გერმანიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს


გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო.

მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...