Jump to content
Planeta.Ge

ავსტრიაში გარდაიცვალა ენერგეტიკულ სასმელ Red Bull-ის შემქმნელი


ავსტრიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი და „ფორმულა 1“-ის გუნდ Red Bull-ის მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებაში.

მატეშიცმა თავისი სამეწარმეო კარიერა დაიწყო სხვადასხვა ევროპულ კომპანიებში, მაგრამ წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიტანა Red Bull, რომლის გაყიდვაც ტაილანდელ პარტნიორთან ერთად დაიწყო. კოფეინსა და ტაურინზე დაფუძნებული სასმელი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც დამხმარე საშუალება სატვირთო მანქანების მძღოლებისა და სხვა ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებისათვის, რომელიც მოითხოვს სიფხიზლესა და კონცენტრაციას, თუმცა სასმელმა სწრაფად მოიპოვა აღიარება უფრო ფართო წრეში.

2021 წელს, დაახლოებით 10 მილიარდი ქილა Red Bull გაიყიდა მსოფლიოში 172 ქვეყანაში.

დიტრიხ მატეშიცს გატაცებული იყო ექსტრემალური სპორტით, განსაკუთრებით ტექნიკური სახეობებით. გარდა „ფორმულა 1“-ში ჩადებული ინვესტიციებისა (მატეშიცი იყო Red Bull-ის ავტოფარეხის მთავარი ინვესტორი), მან დიდი ძალისხმევა გასწია მოტოციკლეტების რბოლის, აერდაივინგისა და სნოუბორდინგის განვითარებისათივს.

მატეშიცს ხშირად აკრიტიკებდნენ მაღალი რისკის მქონე სპორტის მხარდაჭერისთვის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...