Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა.

„იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ ქსელის უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

„ბიუროს მუშაობის წყალობით, მათ სქემებს ხელი შეეშალა. ამის მოთმენა დაუშვებელია“, – ამბობს იგი.

მთავარი ბრალდებული, 51 წლის ფარჰად შაქერი, სამართალდამცავების ცნობით, ბავშვობიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 2008 წელს კი მოხდა მისი დეპორტაცია, მას შემდეგ, რაც 14-წლიანი სასჯელი მოიხადა ყაჩაღობისთვის. იგი დაკავებული არ არის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შაქერი ირანში იმყოფება.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...