Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს - როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს


"ამბავი იმისა, თუ როგორ დააყადაღა/მძევლად აიყვანა ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება:
-არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში.
-29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას, სასწრაფოდ აფრინა წერილი პროკურატურაში და მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ (ცილს მწამებენო).
-30 ოქტომბერს პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. იძიებენ არა გაყალბების დადგენას, არამედ გაყალბების არდადგენას. ეს ნათლად დავინახე 06 ნოემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროსაც (დეტალები ოდნავ მოგვიანებით).
-01 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი განჩინება - ანუ, ამ მტკიცებულებების დაცვა გადაუდებელი აუცილებლობით. სანამ სასამართლომ გაჭიანურებით განიხილა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამასობაში:
-01 ნოემბერსვე სასწრაფოდ დაჯდა ცესკოს თავმჯდომარე „იმედზე“ და გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები ვიღაცას წაეღო.
-01 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებების პრაქტიკულად დაყადაღება (რომ შემდეგ წაიღოს).
-05 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს ამჯერად სარჩელით ამ მტკიცებულებების დაცვის მოთხოვნით. დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი იმ „მოტივით“, რომ დავის საგანი აღარ არსებობს - ანუ, მტკიცებულებები პროკურატურის კონტროლქვეშაა. პრაქტიკულად, პროკურატურას აქვს დაყადაღებული.
ახლა ეს სიები რომც გამოქვეყნდეს, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი იქნება მის ნამდვილობასთან დაკავშირებით - როცა ჯერ აჭიანურებ გასაჯაროებას და შემდეგ მძევლად აგყავს მტკიცებულება, გასაგებია რისთვისაც მალავ. აქვე, საქართველოს მასშტაბით არც ერთი ექსპერტიზა არ ინდობა. რჩება საერთაშორისო მექანიზმები.
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს. როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს."


ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.

ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27663787083234717

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...