ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან
რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება დატოვეს, ქალაქ ბერსლავიდან კი ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ძალები შემაკავებელი მოქმედებებისთვის ემზადებიან. ამასთან, ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სავარაუდოდ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დასანგრევად ემზადებიან, რათა გააფართოონ მდინარე დნეპრი და ამგვარად შეაკაონ უკრაინის ძალების წინსვლა.
ამასთან, ნოვო კახოვკაში საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წყალსაცავში წყლის დონის შემცირების შესახებ განაცხადა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზარალი კაშხალის დანგრევის შემთხვევაში.
მანამდე, შაბათს, საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მცხოვრებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.