Jump to content
Planeta.Ge

ამსტერდამში, ფეხბურთის მატჩის შემდეგ ებრაელებზე თავდასხმისთვის 62 ადამიანი დააკავეს


ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, „62 ადამიანი დააკავეს, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ებრაელებს“.

ნიდერლანდებისა და ისრაელის ლიდერებმა ძალადობა დაგმეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში საგანგებო დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა.

ვითარება „ევროპის ლიგის“ მატჩის შემდეგ დაიძაბა – თამაში ამსტერდამის „აიაქსსა” და თელ ავივის „მაკაბის“ შორის შედგა.

Associated Press წერს, რომ უცნობია, კონკრეტულად როდის და სად დაიწყო ძალადობა მატჩის შემდეგ.

გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომლებზეც ძალადობის ფაქტებია ასახული.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები პატრულირებენ ამსტერდამში. უსაფრთხოება განსაკუთრებით გაძლიერდება ებრაულ დაწესებულებებსა და უბნებში, სადაც ებრაელთა დასახლებებია.

ქალაქის მერიამ, პროკურატურამ და პოლიციამ ერთობლივ განცხადებაში დაწერეს, რომ „ღამე ძალიან ტურბულენტური იყო“.

„ქალაქის რამდენიმე ადგილას ისრაელის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. პოლიციას რამდენჯერმე მოუწია ჩარევა, ებრაელების დაცვა და მათი სასტუმროებამდე მიყვანა. ქალაქში პოლიციის მასობრივი ყოფნის მიუხედავად, ისრაელის მხარდამჭერები დაშავდნენ. ისრაელის მხარდამჭერების მიმართ ძალადობის ეს აფეთქება მიუღებელია და ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული – არ არსებობს წუხელ გამოვლენილი ანტისემიტური ქცევის გამართლება“, – ნათქვამია ამსტერდამის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ისრაელის ხელისუფლებამ ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად წასული ებრაელების საევაკუაციოდ 2 თვითმფრინავი გაგზავნა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...