Jump to content
Planeta.Ge

თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა


სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...