გახარია - ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად აჰყავს. ივანიშვილს სურს, რომ ყველა მონაცემი „უსაფრთხო ხელში“ იყოს. თუ ეს მტკიცებულებები განადგურდება, საერთაშორისო, ობიექტური გამოძიება ვეღარ შეძლებს სიმართლის დადგენას.
გიორგი გახარია ტვიტერზე
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.