Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისის მერიის თანამშრომელი: სამსახურიდან გამიშვეს, დამკვირვებელმა ნახა, რომ ხმა „ოცნებას“ არ მივეცი


ქუთაისის მერიის თანამშრომელი, აქტივისტი, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. მისი თქმით, ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი დამკვირვებელმა გამოართვა იმ მოტივით, რომ თითქოს აპარატი კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გაწევდა.

თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„მივიღე დავალება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რაღაც კონკრეტული საქმე გამეკეთებინა, გრაფიკული დიზაინის კუთხით, რაზეც ვთქვი უარი, რადგან მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ამაზე არაფერი უთქვამთ, უბრალოდ კარგიო და ვსო. უკვე არჩევნებზე როცა მივედი დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი, ასე ვთქვათ, კონვერტიდან გამოწია, იმ მიზნით, რომ თითქოს აპარატი ამ კონვერტს არ მიიღებდა, თუ კარგად არ გამოვწევდი, თვითონ მოკიდა ხელი გამოწია და იქამდე გამოჰქონდა, სანამ მარკერის კვალი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მქონდა ხმა მიცემული. უკვე ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ“,  – ამბობს თვარაძე „მთავართან“.

ის ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ ექნებოდა მცდელობა მერიაში დასაქმებული სხვა პირებისთვისაც მიეცა პარტიული დავალება.


პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...