Jump to content
Planeta.Ge

„შევთანხმდით მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე" | ზელენსკი ტრამპს ესაუბრა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მე მას ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცე – მისმა უზარმაზარმა კამპანიამ გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ვაფასებ მის ოჯახსა და გუნდს ამ დიდი შრომისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის”, – წერს ზელენსკი.


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.

ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“.

„მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“, – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...