Jump to content
Planeta.Ge

ტრამპი - 267, ჰარისი - 214 | როგორია ბოლო მონაცემები აშშ-ის არჩევნებში


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს – POLITICO-ს ბოლო მონაცემებით, ტრამპს 267, ხოლო კამალა ჰარისს 214 დელეგატის ხმა აქვს.

ტრამპმა მოიგო ორი მერყევი შტატი, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია. დარჩენილია 5 შტატი, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. POLITICO წერს, რომ ჩრ. კაროლინაში ხმების 90 დათვლის შედეგად ტრამპს აქვს 50,8%, ხოლო ჰარისს – 48%. რაც შეეხება ჯორჯიას, სადაც 4 წლის წინ დემოკრატებმა გაიმარჯვეს, ტრამპს აქვს 50,7%, ხოლო ჰარისს – 48,5%.

CBS წერს, რომ კიდევ ერთ მერყევ შტატში, პენსილვანიაში წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დონალდ ტრამპი. პენსილვანიას ამომრჩეველთა კოლეგიაში 19 ხმა აქვს. მიჩიგანმა, პენსილვანიამ და ვისკონსინმა მხოლოდ 2016 წელს მისცა ხმა რესპუბლიკელებს, ხოლო ნევადამ რესპუბლიკელებს ბოლოს 2004 წელს დაუჭირა მხარი.

საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება.

იმ შემთხვევაში თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა კოლეგია დეკემბერში არჩევანს გააკეთებს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...