„დიდი შვიდეული“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას გმობს და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემას მოითხოვს
„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების განმეორებით გატაცებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადასცეს ზაპოროჟიეს სადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ძალებმა ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური მარტში დაიკავეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.